ბოლო განახლება: 05/04/2026
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი SMS პლატფორმის (შემდგომში „სერვისი“) გამოყენებას. რეგისტრაციის გავლით და სერვისით სარგებლობით, თქვენ სრულად ეთანხმებით ამ პირობებს.
სერვისი მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, გააგზავნონ მოკლე ტექსტური შეტყობინებები (SMS). სერვისით სარგებლობისთვის სავალდებულოა ანგარიშის შექმნა. რეგისტრაციისას თქვენ მოგეთხოვებათ მოგვაწოდოთ:
თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის და პაროლის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
სერვისი ფასიანია. ბალანსის შევსება ხორციელდება მესამე მხარის, ოფიციალური საერთაშორისო პროვაიდერის — Stripe-ის მეშვეობით. პლატფორმა არ ინახავს და არ ამუშავებს თქვენი საბანკო ბარათის დეტალებს. გაგზავნილი შეტყობინებების ღირებულება უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება (No Refund Policy).
მკაცრად იკრძალება სერვისის გამოყენება შემდეგი მიზნებისთვის:
ჩვენ ვიხსნით ნებისმიერ პასუხისმგებლობას მესამე პირების წინაშე იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს მომხმარებლის მიერ სერვისის არაკანონიერი ან არამიზნობრივი გამოყენებით. ნებისმიერი სამართლებრივი დავის, ჯარიმის ან საჩივრის შემთხვევაში, რომელიც წარმოიშობა მომხმარებლის მიერ გაგზავნილი SMS-ის შინაარსის გამო, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ვითანამშრომლოთ სამართალდამცავ ორგანოებთან და მივაწოდოთ მათ ინფორმაცია კანონდამრღვევი მომხმარებლის შესახებ.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ბალანსზე არსებული თანხის დაბრუნების გარეშე, დავბლოკოთ ან წავშალოთ ისეთი ანგარიში, რომელიც დაარღვევს ზემოთ აღნიშნულ წესებს.